ქუთაისში თბილისის კონსერვატორიის
სტუდენტური ორკესტრის კონცერტი გაიმართება. 10 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი ესტუმრება.
პროგრამაშია: სერგეი რახმანინოვის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის!
დირიჟორი იქნება რევაზ ჯავახიშვილი, ფორტეპიანოსთან – სალომე მოდებაძე.
კონცერტი 19 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.