ქუთაისში მხატვართა საახალწლო
გამოფენა მოეწყობა. ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოცხადა.
გამარჯვებულმა კომპანიამ 80-მდე ნამუშევრის გამოფენა შესაბამის სივრცეში უნდა უზრუნველყოს. ქუთაისელ ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების საახალწლო გამოფენის მოწყობა 27 დეკემბერს იგეგმება.
სატენდერო წინადადებების მიღება 8 დეკემბერს იწყება და 11 დეკემბერს მთავრდება.
გასულ წელს ანალოგიური გამოფენა 31 დეკემბერს საგამოფენო დარბაზში “ვარლა” გაიმართა.