ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებებისთვის

42 ათას 955 ლარის დახარჯვა იგეგმება. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

კომპანიამ 31 დეკემბერს, გალა კონცერტისათვის ორი წამყვანი უნდა შეარჩიოს.  ასევე ღია ცის ქვეშ საბავშვო ღონისძიებებისთვის სივრცე მოეწყობა 13:00-დან 17:00 სთ-მდე.

დაგეგმილია კოსტუმირებული მსვლელობისა და საბავშვო წარმოდგენის გამართვა, 31 დეკემბერს დრამერების შოუ-მსვლელობაც უნდა გაიმართოს, საშობაო აქტივობებში მონაწილეობისათვის საჭიროა 1 ჟონგლიორი, 1 მეზღაპრე, 1 ილუზიონისტი, 1 სანტაკლაუსი, 1 ჯამბაზი დაიდგემბა საშობაო ქოხები, სადაც საახალწლო ატივობები 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით განხორციელდება. თითოეული საშობაო ქოხი გაფორმებული უნდა იყოს საახალწლო დეკორაციებით და განათებებით.

გაიმართება სამეჯლისო ცეკვების პერფორმანსი, რომლისთვისაც ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სივრცის მოწყობა, საახალწლო დეკორაციებით, პროფესიონალი მოცეკვავე წყვილით, განათება-გახმოვანების აპარატურით, გახმოვანების და განათების რეჟისორით მომსახურებით. მოცეკვავე წყვილი უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონი პროფესიონალ მოცეკვავეთა შორის სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების მიმართულებით.

ერთი დღით უნდა დაიქირაონ თოვლის ბაბუა. მისი ხურჯინისათვის შეიძენენ ტკბილეულობას. (5 კგ ასაწონი შოკოლადი, 30 ცალი ქარხნულად შეფუთული ორცხობილა – 180 გრ. 5 კგ მანდარინი)

მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით მოეწყობა მუსიკალური გაფორმება 2018 წლის 31 დეკემბერს და 2019 წლის 1 იანვარს 11:00-დან 18:00 სთ-მდე.

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა იზრუნოს გოზინაყის დამზადებაზეც. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გოზინაყი უნდა განთავსდეს სპეციალურ სადგარზე – 4მ x 1მ, გოზინაყი უნდა იყოს დამზადებული ნიგვზისა და ნატურალური თაფლისაგან, გოზინაყი უნდა იყოს რომბისებური ფორმის 4 x 4 სმ. არანაკლებ 20 გრ. გოზინაყი მოთავსებული უნდა იყოს გოფრირებულ პერგამენტის ქაღალდში– 800 ცალი, გოზინაყის სიმაღლე – 1 სმ.

ვ. ანჯაფარიძის სკვერში სვეტების საახალწლო განათებებით მოირთვება,ამავე სკვერში მდებარე შადრევანი ცოტრა ხნით საკონცერტო სცენად გადაკეთდება. სცენა საბავშვო, ქორეოგრაფიულ ნომრებს დაეთმობა.
გაიმართება კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენა. ასევე საბავშვო სპექტაკლი. სცენარი უნდა შეესაბამებოდეს საახალწლო თემატიკას. სპექტაკლში მონაწილეობა უნდა მიიღოს შემდეგმა ზღაპრის გმირებმა: შვიდი ჯუჯა, ფიფქია, თოვლის ბაბუა, ძროხა, მგელი, წითელქუდა, კურდღელი, ალე-ჰოპი, ილუზიონისტი, 2 ჯამბაზი, მულტფილმის მადაგასკარის გმირები (არანაკლებ 4 გმირის). ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 60 წთ.

ტრადიციულად, 7 იანვარს, მოეწყობა საშობაო მსვლელობა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მსვლელობაში საბავშვო ფოლკლორული ანსამბლის (არანაკლებ 6 შემსრულებელი ) მონაწილეობა, რომელიც უნდა ასრულებდეს საშობაო და საახალწლო თემატიკის ხალხურ სიმღერებს.

ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატენდერო წინადადებების მიღება 8 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *