“სასწრაფოდ შეაჩერეთ პროექტი
და გაიწვიეთ უკან” – ლევან ჭავჭანიძე კინოფესტივალის შეჩერების მოთხოვნით ქუთაისის მერს მიმართავს
“ფესტივალისთვის სახელის შეცვლა დანაშაულის აღიარებაა” – ასე ლევან ჭავჭანიძე ქუთაისის კულტურის განყოფილების იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც კინოფესტივალს “თეთრი ხიდი” აღარ ერქმევა.
“სახელის შეცვლა და ორი ან ერთის იტყვის ამოკლე არაფერს ნიშნავს. აქ მთავარი იდეაა. რატომ ცვლიან სახელს მაშინ? მტკიცებულება და აღიარებაა დანაშაული ფაქტიურად ის, რომ სახელი შეუცვალეს.”- ამბობს ლევან ჭავჭანიძე “ძველ ქალაქთან” საუბრისას.
მოგვიანებით მან ქუთაისის მერს ღია წერილით მიმართა, სადაც ის პროექტის შეჩერებას ითხოვს.
“მივმართავ ქალაქ ქუთაისის მერს ბატონ გიორგი ჭიღვარიას სასწრაფოდ შეაჩერეთ პროექტი და გაიწვიეთ უკან.თქვენი ერთერთი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ჩადენილია დანაშაული და თქვენ ხართ შეცდომაში შეყვანილი და ჩათრეული.ასევე მივმართავ ფესტივალში შესაძლო მონაწილე პირებს და საქართველოს კინო ცენტრს !თქვენ თქვენი მონაწილეობით ამ ფესტივალში ამ.ყველაფრის მონაწილე და ერთგვარი თანამზრახველი ხდებით ამ ქურდიბისა ..ამიტომ.უარი თქვით მასში მონაწილეიბაზე და დადექით კანონიერების სხვისი უფლებების დაცვის სადარაჯოზე.”- აცხადებს ლევან ჭავჭანიძე.