ქუთაისში მემორიალური დაფების განთავსება დაიწყება.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშში ინდმეწარმე გიორგი დარსაველიძემ გაიმარჯვა. სამუშაოების ის 5 ათას 677 ლარად შეასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციაშიც ამდენივე თანხა იყო მითითებული. გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს ქალაქ ქუთაისში, 9 მემორიალური დაფის მოწყობა. დაფებზე განსათავსებელი ტექსტებს კი მას ქუთაისის მერია მიაწვდის. სამუშაოები კი მან ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეში უნდა შეასრულოს.
ქალაქში ძეგლების ნაწილზე საინფორმაციო დაფები განთავსებული არ არის ან მხოლოდ ქართულადაა ინფორმაცია დატანილი. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ქალაქში ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვისა. მათთვის გაურკვეველია ვის და რა დამსახურებისთვის დაუდგეს ძეგლი.
მერიაში აცხადებდნენ, რომ ძეგლებისათვის ქართულ და ინგლისურ ენაზე ტექსტები უკვე მომზადებულია და ტენდერის დასრულების შემდეგ პრობლემის მოგვარება დაიწყება.