ქუთაისის თოჯინების თეატრში სარემონტოდ მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დაიწყო.
შენობიდან მიმდინარეობს დეკორაციების, თოჯინებისა და სხვა ინვენტარის გატანა, რომლებიც რემონტის დასრულებამდე მესხიშვილის თეატრში განთავსდება.
თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლევან გაბრიჭიძის თქმით, წარმოდგენების ნახვა მაყურებელს მესხიშვილის თეატრის დიდ და მცირე სცენებზე შეეძლება.
თეატრის რეკონსტრუქცისათვის კულტურის სამინისტრომ 534 655 ლარი გამოყო. შენობაში დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, გარემონტდება სველი წერტილები და შეიცვლება ელექტროგაყვანილობა. ასევე, გამოიცვლება სცენის განათება-გახმოვანება და მოეწყობა თეატრის ეზო.