ქუთაისის მერიამ მემორიალური დაფების დასამზადებლად
ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად 5 ათას 677 ლარია განკუთვნილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” უნდა განახორციელოს ქალაქ ქუთაისში, 9 მემორიალური დაფის მოწყობა. დაფებზე განსათავსებელი ტექსტის მიწოდება მოხდება “შემსყიდველი”-ს მიერ. სამუშაო უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღეში.
სატენდერო წინადადებების მიღება 1 ნოემბერს იწყება და 6 ნოემბერს მთავრდება.
ქალაქში ძეგლების ნაწილზე საინფორმაციო დაფები განთავსებული არ არის ან მხოლოდ ქართულადაა ინფორმაცია დატანილი. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ქალაქში ჩამოსული უცხოელი სტუმრებისთვისა. მათთვის გაურკვეველია ვის და რა დამსახურებისთვის დაუდგეს ძეგლი.
მერიაში აცხადებენ, რომ ძეგლებისათვის ქართულ და ინგლისურ ენაზე ტექსტები უკვე მომზადებულია და ტენდერის დასრულების შემდეგ პრობლემის მოგვარება დაიწყება.