HIP-HOP EVENT , რეპერების SF-Xისა
და YOUNGMIC-ის კონცერტი ქუთაისში გაიმართება.
“ვინაიდან და რადგანაც ქუთაისი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია, ჰყავს საკმაოდ ფართო აუდიტორია.სამწუხაროდ, ქართული Event კომპანიები არ აქცევენ ყურადღებას ქუთაისს, შესაბამისად მუსიკალური აქტივობის დონე ქალაქში დაბალია, ხოლო ადგილობრივი მსმენელი ძალიან პესიმისტურად უდგება შექმნილ ვითარებას.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უბრალო, ბანალური კომპანიებისგან განსხვავებით, პროექტი შევთავაზოთ ისეთ მსმენელს, ვინც განიცდის მუსიკალური აქტივობების ნაკლებობას. აქედან გამომდინარე, პირველი პროექტის ჩატარება გადავწყვიტეთ სწორედ ამ ქალაქში.”- აცხადებენ ორგანიზატორები.
რეპერების SF-Xისა და YOUNG MIC-ის კონცერტი 5 ოქტომბერს თეატრ “პროგრესში” 20 საათზე დაიწყება.