ქუთაისის შესახებ საინფორმაციო ბროშურებს
ქართულ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე დაბეჭდავენ. ქუთაისის ტურიზმის ცენტრისათვის საინფორმაციო რუკებს, ბროშურებს, ტრიპლეტებსა და სავიზიტო ბარათებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “პოლიგრაფი” დაამზადებს. 9 ათას ლარიანი ტენდერი აღნიშნულმა კომპანიამ 7 ათას 894 ლარიანი შეთავაზებით მიიღო. ტენდერში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა.
კომპანიამ უნდა დაამზადოს 5000 ცალი წებოვანი რუკა, ფრანგულ, ქართულ ესპანურ და იტალიურ ენებზე 500-500 ცალი ბროშურა, 2000 სავიზიტო ბარათი, 5000 ტრიპლეტი.
ელენე მელქაძის ქუთაისის არტრუკით გაფორმებული დათო ტურაშვილის “სიყვარულის დედაქალაქი” ერთ თხზულება- ბროშურად წელს გამოვიდა და ის უკვე 7 ენაზეა თარგმნილი.