ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლს თბილისური
კომპანია 37 ათას ლარად დაამზადებს. ტენდერი Digital Kitchen Studio-მ მოიგო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიდერგოლში უნდა იყოს: თანამედროვე და ძველი ქუთაისის მასშტაბური კადრები, ისტორიული ძეგლები, ქუთაისის კოლორიტული ლოკაციები, იმერული სამზარეულო და ღვინო, აეროპორტი, მასიური სცენა/სცენები, ქუთაისის ხასიათის გამომხატველი სცენები, გრაფიკული ჩანართები, ქუთაისში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანები, რომანტიზმი/სიყვარული, ახალგაზრდების გართობისთვის შესაბამისი ლოკაცია.
ვიდეორგოლის მიზანია ქუთაისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურისტული მიმართულებით საინფორმაციო, სარეკლამო კამპანიის სრულყოფილი წარმოება. ქუთაისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურისტული მიმართულებით საინფორმაციო, სარეკლამო კამპანიის სრულყოფილი წარმოებისათვის
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საიმიჯო ვიდეორგოლზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ფოტო: ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი