ამაღლების დღესასწაულზე კალაბრიის სოფელში

სიხაურლით ეგებებიან მოხეტიალე მსახიობებს კანიოს, ნედას, ტონიოს და ბეპეს. იხარულით აღსავსე მიგებების შემდეგ სამმოქმედებიან ოპერაში მოქმედება კანიოსა და ტონიოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაპირისპირებით გრძელდება. ტონიოს სურს ნედას დაეხმაროს მარხილიდან ჩამოსვლაში. კანიო ტონიოს მიერ მისი მეუღლის – ნედას მიმართ გამოჩენილი ყურადღებაა აღიზიანებს, რაც ინციდენტის მიზეზი ხდება. მოხეტიალე მსახიობების ჩამოსვლის გამო შეკრებილი მონტალტოელები ამ ამბავს  უყურადღებოდ არ ტოვებენ. 

რუჯერო ლეონკავალოს “ჯამბაზებმა” ქუთაისის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გახსნა. სცენაზე ქართველ მსახიობებთან (სულხან გველესიანი, ირაკლი მურჯიკნელი) ერთად როლები მოწვეულმა მომღერლებმა (რაულ მელო, მარია პახარი, ალექსანდრე კირეევი) მოირგეს.


მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტი რაულ  მელო კანიოს როლით ქუთაისელი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა.

“შევასრულე ლეონ კავალოს უკვდავი ოპერიდან “ჯამბაზები” კანიოს როლი. შევეცადე ჩემი ემოცია კარგად გადმომეცა. ფესტივალის განმავლობაში კიდევ მიწევს მაყურებლის წინაშე წარდგომა და შევეცდები გადმოვცე იმ პერსონაჟების ხასიათები, რომელებიც ძალიან ბევრჯერ მაქვს შესრულებული სხვა თეატრების სცენაზე. ეს ისტორიული დღეებია. მომეწონა ქალაქი. მიხარია,რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ძლიან მალე უკეთეს სახეს მიიღებს. მომეწონა აქაური საკვები და ხალხი რათქმაუნდა.”- ამბობს რაულ მელო.

სულხან გველესიანიც ფესტივალის სტუმარია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან. ფიქრობს, რომ ფესტივალს მხარდამჭერები მომავალშიც უნდა ჰყავდეს. “ჯამბაზებში” მან ტონიოს როლი მოირგო. 

“შევასრულე ტონიოს პარტია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს სავარდო და სამაისო ქუთაისს ეწვია ისეთი მომღერლები, რომელბიც იხილეთ. დავით ღვინიანიძეს მადლობა, რომ ქუთისში ასეთი ზეიმი მოაწყო. მოწვეულ უცხოელ სტუმრებს მადლობა და მაყურებელს. ვისუვებდი, რომ ამ ფესტივალს გამოუჩნდეს მხარდამჭერები და ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ ასეთი ზეიმი მოეწყოს”,- განაცხადა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა სულხან გველესიანმა.

ქართველმა და უცხოელმა მომღერლებმა ფესტივალის გახნისათვის მომზადება მცირე დროში მოახერხეს, თეატრმა სეზონი 14 სექტემბერს გახსნა. ფესტივალი ერთი დღის შემდეგ დაიწყო.

“ქართველ მომღერლებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობა ამერიკიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან მოწვეულმა მომღერლება მიიღეს. ძალიან მოკლე დროში მოხდა მომზადება. 14-ში “სოფლის ღირსების” პრემიერა გვქონდა, დღეს “ჯამბაზები” . ერთი დღე იყო შუალედი, მაგრამ რაღაცნაირად ავუბით მხარი ერთმანეთს. საინტერესო კომბინაცია გამოვიდა. ფესტივალის გაიხსნა და ძალიან განსაკუთრებული დღე იყო ქუთაისში. ზეგ “ტრავიატაა”, შემდეგ “სოფლის ღირსება” და გალა კონცერტი, ძალიან მჭირდო რეჟიმში გვიწევს მუშაობა. “- განაცხადა რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ.

ქართველი და უცხოელი შემსრულებლების ერთ სპექტაკლში გაერთიანება საინტერესო აღმოჩნდა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილისათვის.

“კლასიკური მუსიკა და საოპერო ხელოვნება უნივერსალური ენაა. ამდენი კარგი მომღერლის ერთად შეკრება პირველ რიგში ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება. მარტივია კარგ პროფესიონალებთან მუშაობა. შერეული შემადგენლობა გვყავს სპექტაკლებზე. ძალიან კარგი ანსაბმლია სცენაზე ყველა სპექტაკლში. ვფიქრობ, ესეც განაპირობებს ჩვენი სპექტაკლების წარმატებას ფესტივალზე”,- განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.

ფესტივალის იდეის ავტორი დავით ღვინიანიძე ოპერის მოყვარულებს საფესტივალო კვირის განმავლობაში არაერთ დასამახსოვრებელ დღეს ჰპირდება.

“ფანტასტიური დღეა ყველასთვის. გაიხსნა საოპერო ფესტივალი ქუთაისში. გვყავს უამრავი სტუმარი და არის საოცარი შემართება. ეს ჩვენს ქალაქში ძალიან დიდი ისტორიის დასაწყისია. საოცარი დღეები გველის, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება 22 სექტემბერს”,- აღნიშნა დავით ღვინიანიძემ.

პირველმა საფესტივალო დღემ ანშლაგით ჩაიარა. მომდევნო სპექტაკლს ოპერის მოყვარულები 18 სექტემბერს იხილავენ. “ტრავიატას” ისევ ქართულ-უცხოური შემადგენლობით წარადგენენ. ქუთაისის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მერიის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *