სიყვარული, იმედგაცრუება, შურისძიება
– ღვინით გაჯერებული მძაფრი გრძნობები სიცილიური სოფლის მოედანმა დაიტია. პიეტრო მასკანი ერთმოქმედებიანმა შედევვრმა ერთ დღეში ოპერის მსოფლიო ისტორიის ნაწილად აქცია ტრაგიკული სიყვარულის ამბავი ქუთაისი ოპერის თეატრის სცენაზე განალხებული სახით დაბრუნდა.
ნუგზარ ლორთქიფანიძის შემდეგ სპექტაკლი სენაზე დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ და მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის – თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით) დააბრუნეს. ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტმა ფერიდე ჯინჯიხაძემ დაახლოებით 10-12 წლიანი პაუზის შემდეგ სანტუცას როლი სცენაზე ისევ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მან პირველად ეს როლი 23 წლის ასაკში მოირგო.სწორედ ამიტომ “სოფლის ღირსების” განხლებული წარმოდეგნა მისთვის განსაკუთრებულად ამაღლევებელი აღმოჩნდა.
“საიუბილეო წელი მასაკნის შესანიშნავი ოპერით გაიხსნა. მინდა მივულოცო ყვეელას საიუბილეო თარიღი. ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ პრემიერას იმით, რომ ეს არის ჩემი პირველი სპექტაკლი სადაც სანტუცას როლი მოვირგე. მაშინ 23 წლის ვიყავი. მაშინ რეჟისორის ნუგზარ ლორთიქფანიძე იყო. ახლა ქალბატონმა მაია გაჩეჩილაძემ დადგა, რომელთან მუშაობაც ყოველთვის სასიამოვნოა. ჩემთვის ორივე დადგმა საინტერესოა. სანტუცა ჩემი საყვარელი როლია, თუმცა რთული იმით არის,რომ არის ერთმოქმედებიანი ოპერა. სანტუცას პარტიის შემსრულებელს აქვს 5 სცენა, რომელიც გადაბმულია ერთმანეთზე და შესვენების გარეშე მიდის.”- ამბობს ფერიდე ჯინჯიხაძე.
ქუთაისის ოპერის თეატრს 50-ე საიუბილეო სეზონის გახსნა თბილისის ოპერის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტმა ელენე ჯანჯალიამ მიულოცა. მან “სოფლის ღირსების” საპრემიერო დადგმაში ლუჩიას როლი შეასრულა. ელენე ჯანჯალიას “სოფლის ღირსებაში” მონაწილეობის გამოცილება აქვს, თუმცა ქუთაისელი მსმელენის წინაშე როლით პირველად წარსდგა.
“თბილისში დედა ლუჩიას როლიც და სანტუცას როლიც ნამღერი მაქვს. აქ პირველად შევასრულე. ძალიან მომწონს თვითონ დასიც და დირიჟორი, ბატონი რევაზ ჯავახიშვილი ნამდვილად შესანიშნავია. ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ამ ოპერაში მონაწილეობის მიღება. წარმატებებს ვუსურვებ თეატრს. შემდეგ საფესტივალო დღეები გველის და ფესტივალშიც ვიქნები ჩართული”,- განაცხადა ელენე ჯანჯალიამ.
ფერიდე ჯინჯიხაძესა და ელენე ჯანჯალიასთან ერთად საპრემიერო დადგმაში მონაწილეობა ბადრი ადამიამ (ტურიდუ), ბაკურ კვირიკაშვილმა (ალფიო), ნუცა ზაქაიძემ (ლოლა), თეატრის გუნდმა (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე) მიიღო. საპრემიერო დადგმამ მაყურებლის განსაკუთრებული ოვაცია დამისახურა.
“სოფლის ღირსებას” ოპერის მოყვარულები ქუთაისის I საერთაშორისო საოპერო ფესტივალიზე 20 სექტემბერს კიდევ ერთხელ იხილავენ იმ განსხვავებით, რომ სპექტაკლში ადგილობრივ შემსრულბელებთან ერთად როლებს ფესტივალზე მოწვეული მომღერელბი(რაულ მელო (ტურიდუ), ლარისა ანდრეევა (სანტუცა), სულხან გველესიანი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), ელენე ჯანჯალია (ლუჩია))მორგებენ.