ქუთაისის ნიღბების თეატრი ახალ სეზონს 20 სექტემბერს გახსნის.

33-ე სეზონის გახსნა 17:00 საათზე მოეწყობა, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნება.

30 წელია, რაც ქუთაისის ნიღბების თეატრი ქუთაისში სპექტაკლებს მართავს. თეატრს საქართველოში ანალოგი არ აქვს, ევროპაში კი სულ 7 მსგავსი თეატრია. ნიღბების თეატრი თვითდაფინანსებაზეა, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა თეატრს კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარება.

ქუთაისში 5 თეატრია: ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ბალანჩივაძების სახელობის ოპერისა და ბალეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი, ნიღბებისა და პანტომიმის თეატრი. 

ქუთაისის ოპერის თეატრი 50-ე სეზონს პრემიერით გახსნის


მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს ოქტომბერში გახსნის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *