25 ივლისიდან, ქუთაისში,  მონ პლეზირის

თაღთან ქართულ ფილმებს აჩვენებენ. კინოჩვენებები ქართული კინოს 110 წლისთავის ეძღვნება. 
კინოჩვენებების განრიგი ასეთია: 

25 ივლისი – “ჩემი ბებია” კ. მიქაბერიძე

26 ივლისი – “ჯიმ შვანთე” მ. კალატოზიშვილი

27 ივლისი – “გიორგობისთვე” ო.იოსელინი

28 ივლისი – “იყო შაშვი მგალობელი” ო. იოსელიანი

29 ივლისი – “არაჩვეულებრივი გამოფენა” ე. შენგელაია

ყველა სეანსი დაიწყება 21:15 საათზე

“კინოჩვენებები სიმბოლურად ყოფილ კინოთეატრ “რადიუმის” სიახლოვეს მოეწყობა, სადაც 1912 წელს შედგა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” პრემიერა , რომელიც ქუთაისელმა კაცმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ასე, რომ ქართული კინოს ისტორია ნამდვილად ქუთაისიდან იწყება”,- აცხადებენ ორგანზატორები. 

კონოჩვენებების ორგანიზატორია ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება. ‎

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *