გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა
მუსიკოსმა, მევილონე ბელა ბერკემერ-მახარაძემ ჭიათურაში კონცერტი ჩაატარა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბელა ბერკემერ-მახარაძის და უვე ბერკემერის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტი-“ვირტუოზის სული”, ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას მიეძღვნა.
მევიოლინემ კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, ცნობილი კომპოზიციები და ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა.. ცოლ-ქმარ ბერკერების ოჯახურ დუეტს მათი ქალიშვილი ,16 წლის ნინა შეუერთდა და მშობლებთან ერთად ვაჟა აზარაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოები შეასრულა.
ჭიათურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერმა მუსიკოსს მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისა და უბრწყინვალესი შოუს გამართვისათვის, რომელიც მთელი დარბაზის მიერ შესრულებული “სულიკოთი” დასრულდა. ბელა ბერკემერ-მახარაძე ჭიათურაში მერის პაატა ნადირაძისა და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს ინა ასანიძის მიწვევით პროექტ “წარმატებული ემიგრანტი ქალების” ფარგლებში იმყოფებოდა.