ქუთაისისა და დმანისის მერების
გიორგი ჭიღვარიასა და გიორგი თათუაშვილის მიერ გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ორ თეატრს შორის, კულტურულ – შემოქმედებით ურთიერთობებს, მსახიობებისა და რეჟისორების გაცვლას, საგასტროლო პროგრამებს ქუთაისსა და დმანისში, საერთო შემოქმედებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმიე გაფორმების იდეა საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი (გოგლიკა) გეგეჭკორს ეკუთვნის, რომლის უშუალო ძალისხმევითაც ქუთაისში მემორანდუმს ქალაქების მერებთან ერთად, ხელი მოაწერეს ქუთაისისა და დმანისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა – კოტე აბაშიძემ და ლაშა ჩხვიმიანმა. აღსანიშნავია, რომ დმანისის თეატრისათვის ეს პირველი მემორანდუმია.
მემორანდუმის გაფორმებამდე ლადო მესხიშვლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი “სისხლი” გაიმართა, რომელიც რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ ნოდარ დუმბაძის მოთხრობების “ძაღლი” და “სისხლი”-ს მიხედვით შექმნა.
სპექტაკლს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე და თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვანო იანტბელიძე ესწრებოდნენ.
სპექტაკლის მხატვარია – მაია სხირტლაძე, მუსიკალური გამფორმებელი ლია ქინქლაძე.
მონაწილეობდნენ: გიორგი იარაჯული, თორნიკე ნიკოლაიშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ნელი ჯავახიშვილი, შალვა დევნოზაშვილი, ვაკო კობერიძე, რომან ქერქაძე.