11 ივლისს წყალტუბოში ახალგაზრდული
ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 10-ზე მეტი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.
“წყალტუბოს ახალგაზრდული ფესტივალი 2018″დღის განრიგი ასეთია:
• 10:00სთ. ღონისძიებაში მონაწილე იმერეთის 7 რეგიონის ახალგაზრდების ჩამოსვლა.
• ახალგაზრდა საკრებულოსთან შეხვედრა საკრებულოს დარბაზში
• 10:30 სთ. ექსკურსია – ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი
• 11:00 სთ. ექსკურსია პრომეთეს მღვიმეში
• 13:00 სთ. დისკუსია მოზარდებში ბულინგის თემაზე
• შესვენება 15 წუთი.
• თემატური ვიდეო რგოლების, სლოგანების პრეზენტაცია და საუკეთესოს გამოვლენა.
• 15:00-17:00 სთ ცივი ტბის საცურაო აუზები- “„Pool Party““
• 17:00 ქუჩის კალათბურთი “„Street Ball“” (ვაჟებს შორის)
•
• 17:30 სთ. შემოქმედებითი ხეივნის გახსნა სადაც მოეწყობა თემატური ნახატები და ასევე, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
• 17:40 სთ. პოეზიის საათი “კარვების ქალაქში”
• 19:30- კლასიკური მუსიკის კონცერტი: მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მონაწილეობით, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი -პიანისტი ,საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი -შორენა ცინცაბაძე. საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი -გიორგი რევიშვილი.
• 20:30 სთ. ფერების ფესტივალი-Festival Of Colors
• საღამოს დაასრულებსDJ