“თეატრალური იმერეთის” ფარგლებში, ქუთაისს თერჯოლის სახალხო თეატრი ესტუმრება.

თეატრალური დასი სპექტაკლს “სამუშაო მოხუცი კლოუნისათვის” წარადგენს, რომლის რეჟისორიც მამუკა ცერცვაძეა.

სპექტაკლი დღეს,  18:30 საათზე დაიწყება.

ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისში სხვადასხვა სპექტაკლი იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრებმა და ბაქოსა და პოლონეთის დამოუკიდებელმა თეატრალურმა დასებმა წარადგინეს.

“თეატრალური იმერეთი” 8 ივნისს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *