თეატრალური იმერეთის ფარგლებში, ქუთაისში დღეს ორი სპექტაკლის ჩვენება მოეწყობა.
მაყურებელი 14:00 საათზე ქუთაისის ნიღბების თეატრის სპექტაკლ “წითელქუდას” იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი დავით ჯიშკარიანი. 16:30 საათზე კი მესხიშვილის თეატრის სცენაზე დამოუკიდებელი დასი “ღია შუშაბანდს” წარმოადგენს.
ფესტივალის მიწურულს, მაყურებელს თერჯოლისა და ხონის სახალხო თეატრების მიერ მომზადებული სპექტაკლების ნახვის საშუალება ექნება.
“თეატრალური იმერეთი” 8 ივნისს დასრულდება. ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული.