1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,
ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით, თიბისი გალერეაში ვეფხია მხეიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია დაიორამას სტილში შესრულებული ნამუშევრები, რომლებშიც არქიტექტურული მოდელირებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების ელემენტები დომინირებს. ექსპონატების ნაწილი აზიური კულტურის თემატიკაზეა შესრულებული, როგორებიცაა: ბონსაი, იკებანა, იაპონურ ხეთა შეერთება და არქიტექტურა.