მესხიშვილის თეატრს დღეს სამტრედიის სახალხო თეატრი ეწვევა.
“თეატრალური იმერეთის” ფარგლებში, დასი დღეს “უნებლიე ავანტურისტებს” ითამაშებს.
სპექტაკლის რეჟისორი ლოლიტა ჯორჯიკიაა.
“უნებლიე ავანტურისტებს” მაყურებელი 18:30 საათზე იხილავს. დასწრება თავისუფალია.
“თეატრალური იმერეთი” 8 ივნისს დასრულდება. მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლები უკვე წარმოადგინეს ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათის თეატრალურმა დასებმა. ასევე, ქუთაისს პოლონეთის დამოუკიდებელი თეატრალური დასი და ბაქოს ახალგაზრდული დამოუკიდებელი დასი ესტუმრნენ.