კულტურა
"ქუთაისში სიმღერა ყველა საოპერო მომღერლისთვის დიდი პატივია"- ბაჩო ნაკაშიძე
18 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტო" გაიმართება. მესამე საპრემიერო წარმოდგენაში ადგილობრივ სოლისტებთან ერთად ამჯერადაც მოწვეული საოპერო მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
მთავარ როლს ევროპასა და ჩინეთში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი ბაჩო ნაკაშიძე შეასრულებს.
6 წლის წინ ის ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტი იყო. წლების შემდეგ ბაჩო ნაკაშიძე მისთვის კარგად ნაცნობ სცენას მოწვეული საოპერო მომღერლის სტატუსით დაუბრუნდა. რიგოლეტოს როლს ქუთაისის ოპერის თეატრში ის პირველად შეასრულებს.

"სანამ იტალიაში წავიდოდი, 6 წლის წინ, ამ თეატრის სოლისტი ვიყავი. ჩემი სტუდენტური პერიოდის დასაწყისი აქ მაქვს გატარებული. მთავარი დირიჟორი, რევაზ ჯავახიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია. ბევრი საერთო საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული. ეს თეატრი ჩემი საყვარელი თეატრია. ქუთაისი არის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი საქართველოში და ყველა საოპერო მომღერლისათვის აქ სიმღერა არის დიდი პატივი. ჩემთვის განსაკუთრებით პატივია, რომ 6 წლის შემდეგ ჩემს საყვარელ თეატრში აქვს დებიუტი ვერდის "რიგოლეტოში"."- ამბობს ბაჩო ნაკაშიძე.

რიგოლეტოს როლი მან პირველად ჩინეთში  2 თვის წინ შეასრულა.

"დებიუტი ჩინეთში მქონდა. დირიჟორი იყო ლორენცო ტაციელი. ძალიან წარმატებული დებიუტი გამოდგა. ამის შემდეგ დამიკავშირდა რევაზ ჯავახიშვილი და საერთო სურვილით გამოვნახეთ დრო. დიდი სიხარულით ჩამოვედი. რიგოლეტო ბარიტონის რეპერტუარში ერთ-ერთი ურთულესი პარტიაა."- ამბობს ბაჩო ნაკაშიძე.

ქუთაისის შემდეგ საოპერო მომღერალს ორი პრემიერა თბილისსა და ბათუმში აქვს, შემდეგ ისევ უცხოეთში გაემგზავრება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გადაცემაში
20:01 / 16.10.2018
გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთან ერთად ხელოვანმა ვალერი ფესტვენიძემ ისაუბრა  ხელოვნებაზე, თეატრზე,
ქუთაისის მერიამ მსახიობ გოვენ ჭეიშვილს 1000 ლარიანი დახმარების
ვაუჩერი გადასცა.
12:57 / 16.10.2018
ქუთაისის მერიამ მსახიობ გოვენ ჭეიშვილს 1000 ლარიანი დახმარების ვაუჩერი გადასცა.
18, 21 და 25 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა
გაიმართება.
14:39 / 15.10.2018
18, 21 და 25 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება.
5 ოქტომბრიდან
18:15 / 11.10.2018
5 ოქტომბრიდან "ილო 2018" ოფიციალურად დაიწყო.
ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრების საშემოდგომო
16:08 / 09.10.2018
ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრების საშემოდგომო
ახალი ამბები
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება  უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
17:17 / 16.10.2018
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას"
შალვა ნათელაშვილმა გელათის მონასტერთან მოწყალების მთხოვნელებს 150 ლარი დაურიგა
14:12 / 16.10.2018
შალვა ნათელაშვლი 21 სექტემბერს გელათის მონასტერში იმყოფებოდა.
"არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური შეტყობინება"-მადლიერების სახლის დირექტორი
15:10 / 15.10.2018
ქუთაისის მადლიერების სახლის დირექტორს თამთა ბაკურაძეს დაწესებულების
"ქართული ოცნება" არის ჭუჭყი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს"-აქცია ქუთაისში
14:09 / 15.10.2018
"ნუ ასარდაფებ", "არა კრიმინალურ რეჟიმს", "არ დავუშვებთ მხედრიონის დაბრუნებას"-
გოგი წულაია ხელისუფლებას: თქვენს გასაკეთებელ საქმეს მე ნუ მაკეთებინებთ
13:14 / 12.10.2018
"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ
"სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები"
10:42 / 11.10.2018
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა, ირაკლი შენგელიამ ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ
ბუხაიძის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტს ქუთაისის მერია შეისწავლის
15:09 / 10.10.2018
ქუთაისის მერიამ ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ ხეების
ვალუტა
EUR
EUR
3.0925
TRY
TRY
0.4584
USD
USD
2.6664
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 12 - 17 °C
img
ქუთაისი 15 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img