14 მაისი თამარ მეფის ხსენების დღეა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დიდი მეფის ხსენების დღეს ყოველ წელს სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეწყობა. ტრადიციული სახალხო დღესასწაული სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე გაიმართა.
გეგუთში თეატრალიზებული კომპოზიცია წარმოადგინეს, გაიმართა ქართული ჭიდაობა და დოღი. ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები, სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული.
სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა და აიპ. “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის” დირექტორმა რევაზ მესხმა დააჯილდოვეს.
“თამარობა” საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად 1917 წლიდან იქცა.