კულტურა
"ქვესკნელის ყვავილები ანუ ლექსები არაფერზე" - ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია აწსუ-ში

ახალგზარდა პოეტმა, ირაკლი ჯაფარიძემ მკითხველს

რიგით მეორე კრებული წარუდგინა. "ქვესკნელის ყვავილები, ანუ ლექსები არაფერზე" - ასე ჰქვია პოეტურ კრებულს, რომელიც ერთი პოემისა და ლექსების ხუთი ციკლისგან შედგება.

"ეს ლექსების ციკლი უსასრულობის თემის პოეტური ილუსტრაციაა. ბორხეს აქვს მოთხრობები, რომელსაც ასევე "ციკლი" ჰქვია . მეც ეს 21 ლექსიანი ციკლი ამ თემაზე ავაგე. მეორე ცილკია "ლექსები ყველაფერზე და არაფერზე", აქ 10 ლექსია თავმოყრილი და მეათე ლექსია ბორის პასტრნაკის ერთი ცნობილი ლექსის "ზამთრის ღამის" მოდერნისტული ვარიანტი, მესამე ცილია "დრო მიხაკების" - ესაა წმინდა სიმბოლისტური ლექსები ციკლი. ესაა იმ გარდასული, თუნდაც ბიბლიური დროის გახსენებაა, რომელიც უკვე ავიწყების მორევში გადავიდა, მეოთხე ციკლია "შეხვედრის სევდიანი საღამო", რომელიც ფაუსტურ თემაზე ავაგე და ბოლო არის ადრეული ლექსების ციკლი, რომელსაც "გრიგალთა შორის" დავარქვი."- ამბობს ირაკლი ჯაფარიძე.

პოეტური კრებული გარდა ამ ხუთი ციკლის ლექსებისა პოემას "ქვესკნელის ყვავილები" შეიცავს. ავტორის შთაგონების წყარო რაინერ მარია რილკეს ცნობილი ლექსი გახდა. პოემა ლექსს არ იმეორებს, თუმცა მისი ცალკეული მონაკვეთები ახალგაზრდა პოეტის შთაგონების წყარო გახდა. პოემა სამი ნაწილისაგან შედგება და როგორც ავტორი ამბობს ეს პოეზიის ერთგვარი აბსტრაქციონიზმია.

"ირაკლი ჯაფარიძე ლექსებს იმ ყალიბში მოაქცევს, რომელიც ყველზე მეტად ცისფერყანწელებს მოუხდებოდათ. ავტორის ეს ლექსები, რომელიც ამ კონკრეტული წიგნისათვის შეიქმნა ან იქმნებოდა , ლექსის დაბრუნებას ჰგავს, რადგანაც რითმიანი ე.წ. კონვენციური ლექსის სიყვარული მარადიულია, ისევე როგორც ვერლიბრის, როგორც მარადწლოვან ბალახს ვერაფერი ამოძირკვავს პოეზიის მიწიდან."- ეს მწერალ ნატა ვარადას მოსაზრებაა კრებულის წინასიტყვაობიდან.

რიგით მეორე პოეტური კრებული პრეზენტაციაზე მისულებს ავტორმა საჩუქრად გადასცა.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის
ორგანიზებით
13:55 / 19.05.2019
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
13:32 / 16.05.2019
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ფესტივალი
17:49 / 14.05.2019
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ტრადიციულად მესხიშვილის
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
14:01 / 13.05.2019
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში
17:24 / 10.05.2019
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში "ვარლა" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 13 - 22 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019