19 აპრილს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
ოპერა “დაისი” გამართება. ზაქარია ფალიაშვილის “დაისი” ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნას მიეძღვნება. სპექტაკლში მონაწილეობას სოფიო ბერიშილი (მარო), ანზორ ხიდაშელი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), კალისტრატე ხარჩილავა ( ცანგალა) და იოსებ კიწმარიშვილი (ტიტო) მიიღებენ. დირიჟორია ლევან გაჯაევი.
“დაისი” 19 აპრილს 15 საათზე დაიწყება.
ზურაბ ანჯაფარიძე 1928 წლის 12 აპრილს ქუთაისში დაიბადა. 1952 – 1958 წლებში ეროვნული საოპერო თეატრის სცენაზე 23 საოპერო სახე შექმნა, 20 წამყვანი პარტია იმღერა: აბესალომი, მალხაზი, გურამი (ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”, “ლატავრა”), დონ ხოზე (ბიზეს “კარმენი”), გერმანე (ჩაიკოვსკის “პიკის ქალი”), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის “ტოსკა”) და სხვა. ანჯაფარიძეს უმღერია სსრკავშირის მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე და საზღვარგარეთის ქვეყნებშიც (რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა). გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში “პიკის ქალი” და “იოლანტა”.
ზურაბ ანჯაფარიძე1997 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა.