სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში კალიგრაფიული ნაშრომები გამოფინეს. გამოფენაზე ფიქრია ჭაბუკიანის მიერ შესრულებული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ის ცნობილი კალიგრაფისტია. 2016 წელს კაიროს წიგნების 47-ე საერთაშორისო გამოფენაზე, არაბულად ნათარგმნი “ვერფხისტაყოსნის” პრეზენტაციაზე, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ფიქრია ჭაბუკიანის ნაშრომი ენახა, რადგან ქართული დამწერლობის წარმოჩენის მიზნით, წიგნის ყდაზე მისი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.