ასოციაციამ “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
და მასთან არსებულმა “ქალთა კლუბმა” დედის დღე მრავალშვილიან დედებს და ახალშობილთა დედებს მიულოცეს.მრავალშვილიანი დედებისათვის კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებმა შეასრულეს კლასიკური, თანამედროვე, ქართული ხალხური და იმპროვიზირებული ნაწარმოებები.
“წელს გადავწყვიტეთ, რომ დედებისთვის გაგვეწია მასპინძლობა ზაქარია ფალიაშვილის ნომერ მეორე სამუსიკო სასწავლებელში, სადაც მათთვის სპეციალურად კონცერტი მოეწყო. ასევე ჩვენ მივულოცეთ დედის დღე ახლად შეძენილი შვილების დედებს. ეს ტრადიციაა და ვფიქრობთ, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ, – განაცხადა “ქალთა კლუბის” თავმჯდომარემ ქეთევან ბერძენიშვილმა.
ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” და მასთან არსებული “ქალთა კლუბის” წევრებმა მრავალშვილიან დედებსა და ახალშობილთა დედებს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.