ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა
გაერთიანებამ დედის დღე თანამშორმლებს “ტრავიატათი” მიულოცა. 2 მარტს, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით, მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის “ტრავიატა” წარმოადგინეს. სპექტაკლი გაერთიანების ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა.
“გადავწვიტეთ ორი არაჩვეულებრივი ღონისძება მიგვეძღვნა ქალთა დღესასწაულებისათვის. ეს სპექტაკლი, ვერდის “ტრავიატა” დედებსა და შვილებს მივუძღვენით. ვფიქრობთ, რომ ეს ტრადიციად გადავაქციოთ”,- განაცხადა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ ბაია კოღუაშვილმა.
გარდა ამისა, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება ქალბატონებისთვის კიდევ ერთ ღონისძიებას 7 მარტს გეგმავს, სადაც გაერთიანების გამორჩეულ ქალბატონებს დააჯილდოვებენ, გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცეტი.
“ეს იქნება საშუალება იმისა, ნახოს ხალხმა რა მუსიკლაური ცხოვრებით ვცხოვრობთ. ამის შემდეგ კი დავიგეგმებით იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც ყველა სფეროში გვაქვს”,- განაცხადა ბაია კოღუაშვილმა.