მარჯანიშვილის თეატრმა საიუბილეო სეზონის აღნიშვნა
მესხიშვილის თეატრში სტუმრობით დაიწყო. თეატრი ქუთაისელ მაყურებელს ლევან წულაძის სპექტაკლს “ჟოლო”-ს წარუდგენს.
ასევე, თეატრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმეს.
“მემორანდუმი ჩვენი ხანგრძლივი და მუდმივი მეგობრობის დოკუმენტური დადასტურებაა. ჩვენ ბევრი ერთობლივი იდეა გვაქვს. ვიწყებთ საიუბილეო სეზონის აღნიშვნას და ბუნებრივია, რაც პირველი უნდა გაგვეკეთებინა, ეს არის ქუთაისში სტუმრობა. მესხიშვილის თეატრი ჩვენი სახლია, აქ დაფუძნდა ჩვენი თეატრი და აქედან წავიდა თბილისში,”-განაცხადა მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა.
გარდა ამისა, თეატრის ფოიეში რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მოღვაწეობის დროინდელი თეატრალური აფიშები და ესკიზები გამოიფინა.
სპექტაკლში “ჟოლო” მოქმედება 1940-იან წლებში ვითარდება, როდესაც იაპონია-ჩინეთის ომი მიმდინარეობს. პიესაში ორი მოქმედი გმირია, ჩინოვნიკი და დრამატურგი.
2018 წელს მარჯანიშვილის თეატრი 90 წლის გახდა.