3 მარტს, 13:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქუთაისელი
შემოქმედი ქალების გამოფენა „Femina Creator“ გაიხსენება. გამოფენის მიზანს წარმოადგენს წარმოაჩინოს ქალი არა მხოლოდ, როგორც შემოქმედებითი პროცესის პასიური მონაწილე, რომელსაც ძირითადად მუზის ფუნქცია აკისრია, არამედ, როგორც თავად აქტიური შემოქმედი. გამოფენაში მონაწილეობენ: ირმა კუხიანიძე (ფერწერა), ლია უკლება (ფერწერა), ქრისტინე რობაქიძე (ფერწერა), ნატო იმედაშვილი (ფერწერა), ნათია მაღლაკელიძე (ვიტრაჟი, მხატვრული მინა), ნათია აფხაიძე (ფოტოგრაფია), ეკა აბულაძე (დიზაინი). გარდა ამისა გამოფენის გახსნაზე გაიმართება გოგონათა ბენდის „Four Lines” პრეზენტაცია.
გოგონათა ჯგუფი „Four Lines” 2017 წელს დაარსდა ქუთაისში. ისინი ასრულებენ ექსპერიმენტულ მუსიკას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას და წარმოადგენს აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზს. ყველა მუსიკალური კომპოზიცია თავად ჯგუფის წევრების მიერაა შექმნილი. ჯგუფმა 2017 წელს გამოუშვა მუსიკალური ალბომი,,Sound of wind”, რომლის პრეზენტაციაც შედგა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქ. ტალინში, სადაც გაემგზავრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.
ღონისძიებას ორგანიზებას ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება უწევს.