ქუთაისში, 21 თებერვალს კინო-თეატრ “საქართველოში”, ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის,
“ექვთიმე ღვთისკაცის” პრემიერა გაიმართება. ჩვენებას თავად რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელი რეზო ჩხიკვიშვილი და გადამღები ჯგუფის წევრები დაესწრებიან. გარდა პრემიერისა, იმავე დღეს, ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ თემაზე, ვრცლად ისაუბრა ქ.ქუთაისის მერიის ა(ა)აიპ კლუტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა, რეზო თედორაძემ.