“გასვლა აკრძალულია” – ამ სახელწოდების გამოფენით,
რომელსაც გალერა “ვარლამ” 16 თებერვალს უმასპინძლა მხატვარმა იმ ქალებს გამოუცხადა სოლიდარობა, რომლებსაც მძიმე შრომა უწევთ არსებობისთვის. გამოფენაზე ინსტალაციები და ვიდეომასალა ჭიათურის მაღაროსა და სამკერვალო საწარმოში დასაქმებული ქალების შესახებ ჰყვება. ვიდეომასალა ამ თემაზე ეკა კუხალაშვილმა მოამზადა.
“შევდხვდი ქალებს, რომლებიც მუშაობენ იმისათვის, რომ საკუთარი შვილები არჩინონ. მუშაობენ იმაზე მძიმედ ვიდრე ჩვენ გვგონია. მუშაობენ მაღაროში და რომ ვკითხეთ რაზე ოცნობობ, ვერაფერი გვიპასუხეს. მათ აღარ იციან რა არის ოცნება, მათთვის არ არსებობს გართობა და დრო, რომელსაც თავის ტავს დაუთმბენ. შევხვდით ერთ-ერთ ქალს, რომელსაც თეთრი ჰქონდა თმები და ვერ იღებავდა მხოლოდ იმიტომ, რომ მეუღლე არ აძლევდა ამის ნებას. ეს გამოფენა არის სოლიდარობა მათთვის. ეს არის ჟესტი, რომ მე თქვენს გვერდით ვარ”, -ამბობს ლია უკლება.
21 თებერვალს ექსპოზიცია ჭიათურის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.