საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის

დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სრული ინვენტარიზების პროცესი დაასრულა. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო უწყების მიერ აღიწერა მე-20 საუკუნის “სტალინური” ეპოქის მხატვრული ესთეტიკის მქონე მონუმენტური არქიტექტურული სტილის ყველა ის შემორჩენილი ნაგებობა, რომელიც თავის დროზე უნიკალურ, ერთიან კომპლექსს ქმნიდა.

“ინვენტარიზაციის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების მიერ 14 მონუმენტურ ნაგებობაზე უკვე მომზადდა სააღრიცხვო ბარათები სათანადო ინფორმაციითა და ფოტო-ვიზუალური მასალით, რაც შემდგომში შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესის ბაზისი გახდება.”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პროცედურების გავლას სააგენტო უახლოეს 2 თვის განმავლობაში გეგმავს.
გთავაზობთ სანატორიუმების ფოტოებს, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. 

სანატორიუმი გელათი – 1964 წ. 

სანატორიუმი თბილისი – 1951 წ.

სანატორიუმი ივერია – 1962 წ.

სანატორიუმი იმერეთი – 1961 წ.

სანატორიუმი მეგობრობა 1937-40 წ.

სანატორიუმი მედეა – 1957-62 წ.

სანატორიუმი მეექვსე წყარო – 1951წ.

სანატორიუმი მერვე აბაზანა 1959წ.

სანატორიუმი მეტალურგი 1957 წ.

სანატორიუმი რკინიგზელი – 1954 წ

სამხედრო სანატორიუმი – 1947-57 წ.წ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *