8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
დავითობასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა. ყვავილებით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დღეს. ეს დღესასწაული ერთ-ერთი გამორჩეულია. დავით აღმაშენებელმა , თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ როგორი ქვეყანა ჩაიბარა და შემდეგ თავისი ვაჟკაცობით, განათლებით ქვეყნის გაძლიერება შეძლო. საქართველოს ახლა ტერიტორიების ნაწილი დროებით დაკარგული აქვს და თუ იქნება ერთიანობა, ისეთივე ვაჟკაცობის გამოჩენა, როგორსაც იჩენდა დავითი, აუცილებლად გაერთიანდება ქვეყანა”,- აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლუკა დვალიშვილმა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს.
ქუთაისსა და გელათში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.