კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის
ქუთაისში 5 მილიონ 183 ათას 500 ლარია გათვალიწინებული. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ეს თანხა ასეა გადანაწილებული:
ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება – 3 მილიონ 150 ათასი ლარი
კულტურული ღონისძიებები – 1 მილიონ 88 ათას 500 ლარი
სსიპ მ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი – 70 ათასი ლარი
ა(ა)იპ სამეფო კომპლექსი “ოქროს ჩარდახი” – 35 ათასი ლარი
ა(ა)იპ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი – 840 ათასი ლარი
ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა 210 ათასი ლარი.
დეპუტატები რიგ საკითხებთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას ხვალ გეგმავენ და სავარაუდოდ, ხვალვე დაამტკიცებენ.