14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.
თეატრის დღე თეატრალური სპექტრის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
,,ქართული თეატრის დღეს ვულოცავ ჩვენი ქალაქის შემოქმედებით საზოგადოებას. ადამიანებს, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქუთაისი. ქართულ თეატრს შორეულ ისტორია აქვს. ქართულმა თეატრმა განვითარების ძალიან ვრცელი, მრავალფეროვანი გზა გაიარა. ნოვატორული ძიებების, სხვადასხვა თეატრალურ-ესთეტიკური მიმართულებების დამკვიდრების რთული გზის შემდეგ ქართული სასცენო ხელოვნება არის მაღალი შემოქმედებითი ხარისხისა და სარგებლობს საერთაშორისო ავტორიტეტით. დღეს ჩვენი ქალაქი ამაყობს ქუთაისელი თეატრალებით, რომელთა ღვაწლი განუმეორებელი და შეუფასებელია. გილოცავთ და მიგულეთ თქვენს გვერდით,”-განახადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქართული თეატრის დღეს თეატრალები 168-ედ აღნიშნავენ.