აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ
ტელეპროექტ “ტელესპექტაკლების” დახურვას ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე ეხმაურება.
“გულწრფელ აღშფოთებას ვერ ვმალავ, რადგან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის ტელევიზია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობისა და თეატრის მხარდაჭერის კუთხით დიდ საქმეს აკეთებდა. “ტელესპექტაკლებით” ქართული რეგიონალური თეატრებისათვისა და მაყურებლის ფართო სპექტრისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იგრძნობოდა. მაყურებელმა უნდა იცოდეს თუ რა ხდება სამეგრელოს თეატრში, გურიაში, კახეთში და ა.შ. ამ უზარმაზარ ნიშას ღირსეულად ავსებდა აჭარის ტელევიზია. გარდა ამისა, “ტელესპექტაკლებით” ისტორია იწერებოდა. სწორედ ამიტომ პროექტის შეჩერება წარმოუდგენელია. გადაცემით ცოცხლობდა თეატრები და მაყურებელი, რომელსაც სპექტაკლებზე მისვლის საშუალება არ ჰქონდა,”-განაცხადა ჩიგოგიძემ.
დასავლეთ საქართველოს თეატრალური სპექტრის წარმომადგენლები ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეიკრიბნენ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ “ტელესპექტაკლების” გაუქმება გააპროტესტეს.