გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი
ლაშა ამყოლაძე ქუთაისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სათამაშოებს ჩუქნის. აღნიშნულის შესახებ დღეს ქუთაისის 2017 წლის ბოლო საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს.
ბიზნესმენმა ბავშვებისათვის 2 ტონა რბილი სათამაშო გამოაგზავნა. როგორც სხდომაზე აღნიშნეს, მისი ღირებულება კი 2005 ლარი და 80 თეთრია.
“ბატონი გიორგი ჭიღვარიას მეგობარმა, ბატონმა ლაშა ამყოლაძემ გამოხატა თავისის ნება-სურვილი, რომ ბაგა-ბაღებისათვის საჩუქრი გადაეცა. გამოაგზავნა სათამაშოები გერმანიიდან და რამდენიმე დღეში ბაღებში დარიგდება”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ.
სათამაშოებს ქუთაისის ყველა საბავშვო ბაღი მიიღებს.