თერჯოლის მუნიციპალიტეტში “ზედა სიმონეთის” მანიშნებელი

 

აბრა 2 წელია არ არსებობს. ამის შესახებ დავით და სერგო კლდიაშვილების მუზეუმის დირექტორი ლალი ღვინეფაძე წერს. მისი თქმით, ბანერი ავტობანის მშენებლობის დროს ჩამოხსნეს და ამ დრომდე არ დაუმაგრებიათ.
“დაგვეკარგა “ზედა სიმონეთი”!!!!!!!!!! არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომელიც ზედა სიმონეთსა და დავით და სერგო კლდიაშვილების მუზეუმს მიუთითებს!!!!!!
2წლის წინ, ავტობანის მშენებლობისას მოხსნეს ასეთი ბანერი. დამთავრდა გზის მშენებლობა, მაგრამ ბანერი აღარ დააბრუნეს. ახლა მხოლოდ “ქვედა სიმონეთი”-ა მინიშნებული. ვითხოვთ დახმარებას”, – წერს მუზეუმის დირექტორი ლალი ღვინეფაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის facebook გვერდზე.

რადიო “ძველი ქალაქი” შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა. თემის შესახებ უფრო ვრცლად უწყებებიდან პასუხების მიღებისთანავე გიამბობთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *