ქუთაისში საახალწლოდ ახალი განათებები იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს. “დღეს საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნა დააკმაყოფილა, საახალწლო მოწყობილობების პირდაპირი შესყიდვის თაობაზე. გაცნობებთ, რომ ახალ მერს წინასაახალწლო ტენდერები ჩაშლილი დახვდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ქუთაისი ახალ წელს შესაბამისი განათებების გარეშე რჩებოდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე. რაზეც თანხმობა მიიღო და ქალაქს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება”, – წერია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი მალევე დაიწყება. პარალელურად მიმდინარეობს ძველი განათების მონტაჟიც, რომელთა შესაკეთებლად ტენდერი გამოცხადდა.