“ეკოლოგიური ექსპედიცია საქართველოში,

ევროპული უნვერსიტეტების მონაწილეობით”- წერეთლის უნივერსიტეტში ირაკლი ჯულაყიძის პრეზეტაცია გაიმართა.

ეკოლოგი და პროფესორი ირაკლი ჯულაყიძე განმარტავს, რომ ექსპედიცია 28 აგვისტოდან 20 სექტემბრადე გაგრძელდა და მასში ავსტრიის, შვეიცარიისა და გერმანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ვიმოგზაურეთ იმერეთში, აჭარაში, სვანეთში, ყაზბეგში, ხევსა და ქართლში. 2500 კილომეტრი მანქანით, ხოლო 400 კილომეტრი ფეხით გავიარეთ,”-განაცხადა ჯულაყიძემ.

ჯულაყიძის თქმით, ექსპედიცია გერმანია- საქართველოს ურთიერთობებს ეძღვნება, ამიტომ მასში მონაწილეობა გერმანულ ენაზე მოსაუბრე უცხოელმა სტუდენტებმა მიიღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *