ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახლემწიფო დრამატულ თეატრში,
ცნობილი ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. კონცერტზე, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ შესრულეს სიმღერები ქართული კონო-ფილმებიდან. ნანი ბრეგვაძემ ასევე შეასრულა რუსული რომანსები და მისთვის სპეციალურად შექმნილი სიმღერები. ლეგენდარულ მომღერალს აკომპონირებას ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი უწევდა.
საიუბილეო საღამოს ორგანიზატორი იყო იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია. საღამოს დასასრულს ნანი ბრეგვაძემ სიმღერა „ქუთაისო“ იმერეთის გუბერნატორთან, გივიჭიჭინაძესთან ერთად შეასრულა.