ქუთაისში ფოტოკონკურსი “ილო” უკვე მეათე წელია ტარდება.
კონკურსის მიზანი ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და მათთვის სტიმულის მიცემაა. ფოტოკონკურსს 10 წელია ორგანიზებას ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. დღეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა ფოტოგრაფებთან და წინა წლებში გამარჯვებულ კონკურსანტებთან გაიმართა. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში.