კინჩხას ჩანჩქერზე ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტებისათვის
გადასახედი კეთდება, – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” დაცული ტერიტორიების მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნიკო თევდორაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ჩანჩქერთან მძიმე ტექნიკა მუშაობს. კადრები ტურისტის მიერაა გადაღებული. დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ,რომ ბუნებას ზიანი არ მიადგება, რომ ტურისტებისათვის საინფორმაციო ცენტრის, გადასახედის მოწყობას თვალს ადევნებენ.
“კინჩხას ჩანჩქერის მიდამოებში მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც გულიხმობს ჩანჩქერზე გადმოსახედის გაკეთებას. ასევე გარემო იქნება დაცული ადამიანტა ზემოქმედებისაგან. რეინჯერებს უწევდათ დასუფთავება მოსული ვიზიტორების მიერ დატოვებული ნარჩენებისგან. სამუშაოებს დაცული ტერიტორიების დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. პროექტი შეესაბამება გარემოს უსაფრთხოების ნორმებს და მშნებლობით არ იქნება გარემო დაზიანებული. თუ მშენებელი თვითნებურად დააზიანებ, ამას ჩვენი მაკონტროლებელი უყურებს და მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – განაცახადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას დაცული ტერიტორიების მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნიკო თევდორაშვილმა.
კინჩხას პროექტის ბიუჯეტი 1,1 მლნ ლარია. სამუშაოებს კომპანია შპს “მტმ” აწარმოებს.
ფოტოები მოგვაწოდა დაცული ტერიტორიების მარკეტინგის სამსახურმა.