“ფიქრის ვექტორი” – ლია გვენეტაძე

მკითხველს ახალ საკითხავს სთავაზობს. წიგნში მწერლის ფიქრები, აზრებია ასახული ადამიანობაზე, სევდაზე, სიყვარულზე , სამშობლოზე და ა.შ.
“ვფიქრობ, ცხოვრება მეტი არაფერია თუ არა გონიერებისაკენ სწრაფვა. მთლიანად ცხოვრება ვფიქრობ, არის ამისკენ სწრაფვა, რაც თავისთავად აისახა შემოქმედებაში. რაც შეეხება “ფიქრის ვექტორს” – სანამდე შეიძლება გასწვდეს ჩემი გონიერება, რამდენად შეიძლება იყოს სრულყოფილი, სწორედ ამაზეა. საინტერესოა სოციალური ქსელი, რომელსაც თუ კარგად გამოიყენებ არის სასარგებლო იმისათვის, რომ შემოქმედმა იმუშაო”, – ამბობს მწერალი ლია გვენეტაძე.

“სევდა – ის ხომ ტკივილის მაინც ლამაზი სიმბოლოა”, – წერს მწერალი და ჩვენთან საუბრისას ამბობს: “სევდა მშვენიერების გამოხატვის ერთგვარი ფორმაა. ადამიანი მაშინაა დასევდიანებული, როცა მის გულში რაღაც ისეთი, რაც გულიდან მოდის. სევდა და სიყვარული ეს ისეთი მარადიული მცნებებია, რომელიც კაცობრიობამ ვერ ამოხსნა. ჩემი მიზანსწრაფვაა დავინახო სამყარო ისეთად, როგორიც მინდა”, – ამბობს მწერალი.

მწერალი ლია გვენეტაძე მკითხველისთვის სხვა ახალი წიგნების შეთავაზებას გეგმავს. კიდევ 3 წიგნის გამოცემა იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *