ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატები
უკვე გამოვლინდა. კანდიდატურები უკვე წარმოადგინეს გიორგი სიხარულიძემ, მსახიობმა გიორგი შალამბერიძემ და ოპერის თეატრის დირექტორმა თორნიკე მარჯანიშვილმა.
“ორმა კანდიდატმა მსახიობმა გიორგი შალამბერიძემ და ოპერის თეატრის დირექტორმ,ა თორნიკე მარჯანიშვილმა თავისით წარმოადგინეს საკუთარი კანდიდატურები, ხოლო რაც შეეხება მესამე კანდიდატს შემოვიდა 3 წერილი საინიციატივო ჯგუფიდან, რომლებმაც დაასახელეს დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე,”-განაცხადა ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.
სულხან გოგოლაშვილმა ასევე განმარტა რადიო “ძველ ქალაქთან” რომ დასახელებულმა კანდიდატებმა თავიანთი პროგრამები თეატრის დას დღეს უნდა წარუდგინონ, ხოლო ამის შემდეგ მოხდება არჩევნების დღის დანიშვნა.
“დაინიშნება არჩევნების დღე მაქსიმუმ ერთ კვირაში, ამ სამი კანდიდატურიდან შეირჩევა 1 კანდიდატურა, რომელსაც დაამტკიცებს სამხატვრო საბჭო და გაუგზავნის ინიციატივას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,”- ამბობს სულხან გოგოლაშვილი.
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი 15 სექტემბრამდე დაინიშნება.