ზაფხულის საღამოების ფარგლებში
აზიური კინოს კვირეული დაიწყო, ფილმების ჩვენება მონ პლეზირის თაღთან იმართება.
კვირეულის ორგანიზატორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაა.
“ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ საინტერესო ფორმით შევთავაზოთ საკმაოდ სერიოზული პროგრამა ჩვენს მაყურებელს, გარემოც ვეცადეთ რომ ყოფილიყო შესაბამისი, მოვრთეთ აზიური სტილის შესაბამისად და მცირე პერფომანსიც იყო,”-განაცხადა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.
კვირეული ვონგ კარ ვაის ფილმით “სასიყვარულო განწყობა” გაიხსნა. ზაფხულის საღამოები 31 ივლისამდე გაგრძელდება. ფილმების ჩვენების ყველა სეანსი 21:00 საათზე იწყება.