საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადის
გამარჯვებული მოსწავლეები შავი ზღვის კურორტზე ბანაკში წავლენ. საზაფხულო შემეცნებითი ბანაკისათვის (“მცირე აკადემია”), საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეებისათვის შავი ზღვისპირეთის კურორტზე სასტუმრო მომსახურებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი შPA170009402 გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 ათასი ლარია. შავი ზღვის კურორტზე ბანაკში 10 დღის 54 პირი გაემგზავრება.
,,მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს საზაფხულო შემეცნებითი ბანაკისათვის (“მცირე აკადემია”), საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეებისათვის შავი ზღვისპირეთის კურორტზე სასტუმრო მომსახურება (საოჯახო ტიპის სასტუმრო არ განიხილება) 54 პირისათვის, 10 დღე 2017 წლის 25 აგვისტოდან – 2017 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით.
,,მიმწოდებელი” ვალდებულია სასტუმროში უზრუნველყოს კვება დღეში სამჯერ და სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ზღვის სანაპიროდან მაქსიმუმ 200 მეტრის რადიუსში, ბანაკის მონაწილეებს ზღვის სანაპირომდე მისასვლელად არ უნდა მოუხდეთ ავტო დარკინიგზის მაგისტრალის გადაკვეთა;
• მონაწილეები უნდა განთავსდნენ 6 ორ ადგილიან და 14 სამ ადგილიან ნომრებში ცალ-ცალკე საწოლებით; სასტუმროში უნდა იყოს ერთი დიდი საკონფერენციო დარბაზი (55 მონაწილისათვის), დარბაზში უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის სკამი (მინიმუმ 55), სამუშაო მაგიდები (თითო მაგიდა 4-5 მონაწილისათვის), პროექტორი, პროექტორის დაფა, ასევე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, 2 ლეპტოპი;
• სასტუმროში აუცილებელია გამოიყოს 7 სამეცადინო ოთახი სხვადასხვა საგნებში გაკვეთილების ჩასატარებლად (დღეში 2-ჯერ); ოთახებში უნდა იყოს 10 სკამი, სამუშაო მაგიდები და დაფა. სამეცადინო ოთახები და საკონფერენციო დარბაზი შესაძლებელია მდებარეობდეს შენობაში რომელიც სასტუმრო კომპლექსისგან დაშორებულია არაუმეტეს 50 მეტრისა.
• ოთახებში უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილები, ცივი და ცხელი წყალი, კონდენცირება (24 საათი);
• მონაწილეები უნდა განთავსდნენ ერთ შენობაში ან (უკიდურეს შემთხვევაში 1 ეზოში ორ ახლომდებარე კორპუსში), სასტუმროში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს უკაბელო ინტერნეტი არანაკლებ 1 მგ/წმ, როგორც ყველა ოთახში ასევე სამუშაო შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებში;
• ოთახებში დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები, შესაბამისი რაოდენობის პირველადი ჰიგიენური პროდუქტები (საპონი ტუალეტის ქაღალდი, პირსახოცი, შამპუნი, დასაბანი გელი და სხვა), თეთრეული და უნდა დალაგდეს მინიმუმ ორ დღეში ერთხელ;
• სასტუმროში უზრუნველყოფილი უნა იყოს მონაწილეთა ყოველმხრივი უსაფრთხოება და სასტუმროს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური ექიმი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით და სამედიცინო აპარატურით;
• სასტუმროში უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა აქტივობების, ღონისძიებების, კონკურსების ჩატარებას.
• სასტუმროს უნდა გააჩნდეს სპორტული მოედანი და სპორტული შეჯიბრებებისათვის საჭირო ინვენტარი კერძოდ: (კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის) ბურთები; ბადმინტონი (2 ცალი); ჭადრაკი (2 ცალი); შაში (2 ცალი), სპორტული მოედანი შესაძლოა არ იყოს სასტუმროს საკუთრებაში, მაგრამ აუცილებელია მდებარეობდეს სასტუმროს შენობიდან არაუმეტეს 100 მეტრში.
• ფასების ცხრილში მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სალათები და სასმელები – შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. ასევე, არანაკლები მითითებული მოცულობისა. • მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის დამხმარე პროდუქტებს, როგორიცაა: პური, შაქარი და სხვა.
• საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
• დაუშვებელია კონსერვირებული და გაყინული ხორც-პროდუქტების (სოსისის,სარდელის ძეხვის თევზის და შედედებული რძის გარდა) გამოყენება.
• თითოეული პროდუქტის ულუფის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ საშუალო და ფასების ცხრილში მითითებულ მონაცემებს.
• დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება.
• ჭურჭელი უნდა იყოს ერთნაირი, დაუზიანებელი, საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
• ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად.
• შემსყიდველი იტოვებს უფლებას შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად განახორციელებს ბანაკში არსებული მდომარეობის (კვების, საცხოვრებელი პირობების, შემეცნებითი ღონისძიებების) კონტროლს.
• წარმოდგენილი უნდა იქნას ბანაკების მომსახურების გასაწევად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკუთრებაში ან სარგებლობის სახით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან ზემოთაღნიშნულს თან უნდა დაერთოს სადემონსტრაციო მასალა (ოთახების, სასადილოს აბაზანის ფოტოები, ხედი).
• შემსყიდველი იტოვებს უფლებას ნებისმიერი მიზეზით ბანაკის მონაწილის მიერ, სასტუმროს დატოვებისას არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს კონკრეტული პირის (პირების) დარჩენილი დღეების სასტუმროს მომსახურების ღირებულება.
• ,,მიმწოდებელი” ვალდებულია აწარმოოს კვების პროდუქტების აღრიცხვის ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული ჟურნალი, სადაც აღირიცხება და ჩაიწერება დღის განმავლობაში გამოყენებული პროდუქტების წონა და ვადა. კვების პროდუქტების აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით სპეციალურ ჟურნალში აღირიცხება და ჩაიწერება საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე გასული პროდუქტების რაოდენობა და წონა (ხორცი, სოსისი, ყველი, კარაქი, არაჟანი, ხაჭო, ხილი და სხვ.) რომელსაც თავისი ხელმოწერით ადასტურებს ბანაკის დირექტორი, მორიგე პედაგოგ-ორგანიზატორი და ,,მიმწოდებელი”.
• “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს კვების მენიუსა და დღის წესრიგის განთავსება თვალსაჩინო სადემონსტრაციო დაფაზე სასტუმროს შიგნით, ხოლო ბენეფიციართა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს “შემსყიდველი”.
• შემსყიდველი იტოვებს უფლებას შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად განახორციელებს ბანაკში არსებული მდომარეობის (კვების, საცხოვრებელი პირობების, შემეცნებითი ღონისძიებების) კონტროლს.
სატენდერო წინადადებების მიღება 12 ივლისს იწყება და 14 ივლისს მთავრდება