ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ–ებრაული
ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი წიგნის, “საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის”, პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრნენ. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები, დიპლომატიური კორპუსისა და ქართველი და ებრაელი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
“საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია” დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით გამოიცა.