ქუთაისში ჟურნალის “თეატრალური იმერეთი”
პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის პირველი ნომერის წარდგენა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალ “თეატრალურ იმერეთზე” მოხდა. გუშინ ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ჟურნალში 12 წერილი პირველად ქუთაისის მედია სკოლის 12-მა მოსწავლემ დაბეჭდა. ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სწორედ მათთვის აღმოჩნდა.
“ჩემი სტატია ეხებოდა, თეიმურაზ არსენიძეს, რომელიც სამწუხაროდ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ბოლო დღეეებში ავადმყოფობდა. ამ ადამიანზე წერა მართლაც რომ საინტერესო გამოდგა, რადგან ეს კაცი მართლაც რომ ნიჭიერი იყო, ის იყო თეატრის მთავარი მხატვარი”, – ამბობს მედია სკოლის მოწავლე ბაქარ ლიკლიკაძე.
ფესტივალის დახურვასა და ჟურნალის პრეზენტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.